სამტრედიაში 13 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

სამტრედიის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი 13 წლის მოზარდს დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა დაკავებულია. გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები