გიგი კალანდაძეს და გიორგი სამუშიას პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე გიორგი კალანდაძეს და გიორგი სამუშიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეება, საქმეზე სხვა ბრალდებულებს, სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დავით ახალაიას, რომან შამათავას და მეგის ქარდავას წინააღმდეგ, არ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 14 დეკემბერს მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები