შსს-მ დიდი ოდენობით ე.წ. ექსტაზი ამოიღო

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გენადი ჭ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 13 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,3669 გრ 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, დაკავებულს ბუპრენორფინის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და მდმა-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები