კახეთში 32 წლის მამაკაცმა 21 წლის ახალგაზრდა ნაჯახით მოკლა – დანაშაული გახსნილია

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ახმეტის რაიონული სამმართველოს და კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვახტანგ ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ვახტანგ ნ-მ, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში, თავის საცხოვრებელ სახლში, 1994 წელს დაბადებული ილია მ. ნაჯახით მოკლა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები