კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მოქალაქე ზურაბ გედევანიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლოს ბაზრის ტერიტორიაზე სისტემატურად ამზადებდა სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობას, რომელსაც შემდგომში ამონტაჟებდა პროდუქციის ასაწონ სასწორებში და ახდენდა მის რეალიზაციას სხვადასხვა მარკეტსა და საცალო ბაზრობაზე. ელექტროსასწორებში ჩამონტაჟებული მოწყობილება იმართებოდა სპეციალური დისტანციური მართვის პულტებით, რაც საშუალებას აძლევდა გამყიდველს, ხელოვნურად გაეზარდა პროდუქციის წონა. საგამოძიებო სამსახურის მიერ, სხვადასხვა ობიექტიდან ამოღებულია სასწორები, რომლებიც განკუთვნილი იყო მომხმარებლის მოსატყუებლად. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები