ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერია – ლაითურის საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერია-ლაითურის შემაერთებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე, მდინარე ნატანებზე, სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა.
მერია-ლაითურის საავტომობილო ხიდი გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, სოფლის მოსახლეობასთან ერთად გახსნეს. 150 მეტრი სიგრძის ხიდის მშენებლობა გეგმის მიხედვით შესრულდა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულებამ 2 484 000 ლარი შეადგინა. მერია-ლაითურის საავტომობილო ხიდი მუნიციპალიტეტის ორ დიდ სოფელს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია.
„დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. ეს პრობლემური მონაკვეთი დიდ დაბრკოლებას უქმნიდა ადგილობრივებს. ეს არის 150 მ სიგრძის რკინა-ბეტონის, ორმხრივ მოძრაობიანი ხიდის ღირებულება 2 484 000 ლარს შეადგენს. თანხა გამოყოფილია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ყველა თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ პრობლემის მოგვარებაში“, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
„ახალი ხიდის მშენებლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობდნენ, რათა გრაფიკის მიხედვით შეესრულებინათ სამუშაოები. აღნიშნული ხიდის მშენებლობა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. ვულოცავ ადგილობრივ მოსახლეობას ამ მნიშვნელოვან დღეს,“- განაცხადა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.

12341460_1237659419583379_4015332097846782122_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები