არქიმანდრიტი ანთიმოზი პატრიარქის საჩუქარმა განკურნა – დავვარდი მუხლებზე…

არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. არქიმანდრიტი მისი და პატრიარქის შეხვედრის შესახებ წერს.
“სამი თვის წინ, უწმინდესი გიბარებსო. მივედი საპატრიარქოში საღამოს ლოცვაზე. სტუმრები იყვნენ. მორჩა ლოცვა. ყველას ესაუბრა, მოეფერა. გახდა 11 საათი. უწმიდესი საძინებელში აბრძანდა. დაცვის ბიჭებმა მითხრეს, შედიო. საძინებლის წინ მისაღები აქვს. ფეხები უკან მრჩება, მერიდება. უწმიდესს 87-დან ვიცნობ, მის სიახლოვეს ყოველთვის ენა მივარდება.
მესაუბრა, მომეფერა. მერე მაკურთხა, ოპერაცია არ გაიკეთოო! ანუ მარჯვენა მუხლში ხელოვნური სახსრები არ ჩაიდგა, ჯერ ახალგაზრდა ხარ და იმკურნალეო. მერე აბრძანდა და საძინებელში გავიდა.
ორ წუთში გამოდის და ფეხსაცმელი მოაქვს. მეუბნება: სულ ორჯერ მეცვაო და მჩუქნის.
დავვარდი მუხლებზე, ამიტყდა ტირილი, ხელზე ვკოცნი და ვეუბნები: მადლობა, თქვენო უწმიდესობავ! ამ ფეხსაცმელს არასდროს გავიხდი-მეთქი. ღიმილით მპასუხობს: არა, არა ღამე გაიხადეო…
რაც ის ფეხსაცმელი ჩავიცვი, მუხლი ჯერ ისე არ გამსიებია, რომ სიარული არ შემეძლოს!“, – წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები