ყანდაარის აეროპორტზე თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ქალაქ ყანდაარის აეროპორტზე თალიბების თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. აეროპორტის ტერიტორიაზე ავღანეთის ჯარის და ნატოს ერთობლივი სამხედრო ბაზა მდებარეობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან როგორც სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები. თვდასხმაში ათამდე „ბოევიკი“ მონაწილეობდა.
ყანდაარის აეროპორტი მოძრაობა „თალიბანის“ ექსტრემისტების თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. ავღანეთიდან ნატოს შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილის გაყვანის შემდეგ თალიბები მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ. ისინი ავღანეთის შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმებს რეგულარულად აწყობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები