ალეკო ელისშვილი: საპატრიარქოში აუდიტის სამსახური უნდა შევიდეს
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოში აუდიტის სამსახური უნდა შევიდეს, – ამის შესახებ განცხადება მან ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გადაცემა “არჩევანში” გააკეთა.
“საპატრიარქოში ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს. აუდიტის სამსახური უნდა შედიოდეს და ბოლო კაპიკამდე ითვლიდეს ბიუჯეტიდან გადახდილ თანხას”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, თუ სად მიდის ხალხის მიერ გადახდილი თანხები.
“როგორც საკრებულოს ხარჯებს აქვეყნებს, ისე უნდა ამოწმებდეს აუდიტის სამსახური და აქვეყნებდეს საპატრიარქოს ხარჯებს. ნებისმიერი ჩვენი ჯიბიდან ამოღებული თანხა, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ამ ქვეყანაში უნდა შემოწმდეს”, – აცხადებს ელისაშვილი.