თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს ამზადებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა მოსკოვის სანქციების საპასუხოდ „ალტერნატიულ გეგმებს“ ამზადებს. „ეკონომიკის იმ სექტორებთან დაკავშირებით, რომლებიც სანქციებისგან დაზარალდება, ჩვენ ალტერნატიულ გეგმებს ვამზადებთ. ჩვენ ექსპორტს აუცილებლად მივხედავთ, არსებობს კომპენსაციის ღონისძიებები. აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ საპასუხო ნაბიჯებს გადავდგამთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს საჭირო არ გახდება“, – განაცხადა დავუთოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ ურთიერთობები ანკარასა და მოსკოვს შორის მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქულმა თვითმფრინავმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები