ჰოლანდიის მუზეუმიდან 10 წლის წინ მოპარული ნახატები უკრაინაში აღმოაჩინეს
ჰოლანდიის ქალაქ ხორნის მუზეუმის Westfries-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მუზეუმიდან 10 წლის წინ დაკარგული ხელოვნების ნიმუშები უკრაინაში აღმოაჩინეს. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
ბოროტმოქმედებმა 24 ნახატი და 70 ვერცხლის ნაკეთობა 2005 წელს მოიპარეს. მათ მუზეუმის კარი ღამის საათებში შეანგრიეს.
მუზეუმის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში ორი მამაკაცი უკრაინაში ნიდერლანდების საელჩოს დაუკავშირდა და ექსპონატებში გამოსასყიდი მოითხოვა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, კოლექცია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს.
ამასთანავე, ექსპერტები ამბობენ, რომ ხელოვნების შედევრების გამოსასყიდი ფასი, რომელიც მისმა დღევანდელმა მეპატრონეებმა მოითხოვეს – 50 მილიონი ევრო, არარეალურია, რადგანაც კოლექციის რეალური ღირებულება 250 ათასიდან 1,3 მილიონ ევრომდე შეადგენს.
ამჟამად Westfries-ში შიშობენ, რომ მოპარული ექსპონატების მეპატრონეები მას მესამე პირებს მიჰყიდიან.