ნინო სურგულაძე იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი გახდა

იტალიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ნინოს სურგულაძე იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი გახდა.

„კვირა“ ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხეს“ პრესსამსახურის უფროსს რაულ ქირიას დაუკავშირდა

 – რამდენიმე თვის წინ იტალიის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნინო სურგულაძისთვის იტალიიის ვარსკვლავის წოდება მიენიჭებინა. ეს ორდენი იტალიასა და სხვა სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის გაიცემა. ხვალ, 8 დეკემბერს, 19:00 საათზე  იტალიის ელჩი საქართველოში, მის რეზიდენციაში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ოფიციალური მიღების ფონზე, ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვებს. ნინო ამ დრომდე იტალიაში იმყოფება.  6 დეკემბერს,  ვერონაში საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და საქართველოში გამთენიისას დაბრუნდება, და ამ დროს გაიგებს, რომ იტალიიის პრეზიდენტმა დააჯილდოვა.
– საქართველოში როდის ბრუნდება და იცის თუ არა ჯილდოს შესახებ?nino surguladze
– 
ჯერ არ იცის, ეს არის სიურპრიზი, რომელიც იტალიის საელჩომ მოუწყო. საქართველოში ხვალ გამთენიისას დაბრუნდება. დაჯილდოების ცერემონიას, პრეზიდენტთან ერთად,  ასევე დაესწრებიან კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
– თუ ამ დრომდე არ იცის, ხვალ რა მიზნით ჩამოდის?
– 
ჩვენ ვემზადებით საქველმოქმედო ღონისძიებისთვის, რომელიც პირობითად 9 იანვარსაა დაგეგმილი, ჯერ თარიღზე  მსჯელობა მიმდინარეობს. ამ საღამოსთვის საქართველოს „მის ჰოლივუდი“ ანჯელ ბლუ ეწვევა, ასევე ჩამოდის ჯგუფი „თუ ჩელო“, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ჯგუფია და ხოსე კარერასი. სტუმრები  ჩვენ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
– ნინოც იმღერებს?
– 
 რა თქმა უნდა. ნინო ყველა მის საქველმოქმედო კონცერტს ესწრება და  მონაწილეობს.  ამჯერადაც შეასრულებს რამდენიმე ნაწარმოებს…

 

ნინო ჯაჯანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები