ტელეკომპანია „დოჟდში“ პროკურატურა შევიდა
მოსკოვის ოსტანკინოს რაიონის პროკურატურა ტელეკომპანია „დოჟდის“ საქმიანობას შეისწავლის. ამის შესახებ ფეისბუქში ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ დაწერა. პროკურატურის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა გახდა შემოწმების მიზეზი. მის უწყებაში მითითებულია, რომ მიმდინარეობს ტელეკომპანიის შემოწმება ტერორიზმის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების და, ასევე, შრომის და ლიცენზირების კანონმდებლობის მხრივ.
ტელეკომპანიისთვის პროკურატურის მიერ გაგზავნილ განაცხადში მითითებულია, რომ „დოჟდმა“ უნდა მისცეს შენობაში შესვლის უფლება, ასევე არხის ხელმძღვანელობამ პროკურატურას უნდა გადასცეს შენობის იჯარის, შრომის ხელშეკრულების, საშტატო განრიგის, საბუღალტრო საბუთები და უცხოური თანამშრომლების სიების ასლები. ტელეკომპანია „დოჟდი“ ეთერში 2010 წელს გავიდა. ის რუსეთში ოპოზიციურ არხად ითვლბა.