ქართველი და ამერიკელი დეველოპერების ეს ერთობლივი პროექტი ამჟამად განხორციელების სტადიაშია

ქართველი დეველოპერებისთვის ახალი სოციალური ქსელი მზადდება. ინგლისურენოვან გაზეთ Caucasus Business Week-ის მიერ მიღებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ქართველ დეველოპერებს ახალი სოციალური მედიის პლატფორმა ელით, რომელიც რევოლუციის მოხდენას აპირებს ხალხის დაკავშირების ტექნოლოგიებში. ქართველი და ამერიკელი დეველოპერების ეს ერთობლივი პროექტი ამჟამად განხორციელების სტადიაშია და მსოფლიო წარმატებას უმიზნებს.
პლატფორმის დეველოპერები, რომლებიც პროექტის ოფიციალურ ანონსამდე ანონიმურები იქნებიან, Caucasus Business Week-თან კავშირზე გავიდნენ და პირველადი ინფორმაცია გააცნეს. სამუშაოები უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს, და მისი მიზანი ფეისბუქისთვის კონკურენციის გაწევაა.
დეველოპერების კომპანიის წარმომადგენელი Caucasus Business Week-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ შეიქმნება ისეთი სისტემა, რომლის სრული პოტენციალი ჯერ არ გამოყენებულა.
„ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელიც დღევანდელი ინტერნეტ და სოციალური მედიის სერვისების ერთ-ერთ კონკრეტულ ფუნქციას ეფუძნება, რომლის სრული პოტენციალი ჯერ არ გამოყენებულა. სამწუხაროდ, ჯერ ვერ გეტყვით, რა ფუნქციაა ეს, მაგრამ მასზე დაყრდნობით ჩვენი მთელი სისტემა იმუშავებს და, საბოლო ჯამში, შემდეგი თაობის სოციალური მედიის პლატფორმას ავაშენებთ. სულ მალე ამ ყველაფერზე მეტს გაიგებთ“,- ამბობს დეველოპერი.
Caucasus Business Week-მა დაადასტურა, რომ პროექტს ფარდა რამდენიმე თვეში აეხდება, და საქართველოს პირველ ნაბიჯებს სოციალურ მედიაშიც სწორედ მაშინ ვიხილავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები