ერაყში 900 თურქი სამხედრო შევიდა

თურქეთის შეიარაღებული ძალების 900 სამხედრო მოსამსახურე ერაყის ნაინავას პროვინციაში შევიდა. მათ ერაყის ამ რეგიონში ქურთი მოხალისეები უნდა მოამზადონ. ამის შესახებ ინფორმაცია პროვინციის გუბერნატორმა ნაუფალ ალ-აკუბიმ გაავრცელა. მისი თქმით, თურქი ჯარისკაცები სოფელ დადში ქურთი მოხალისეების ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში იმყოფებიან. ერაყის ხელისუფლებამ თურქეთს შეიარაღებული ძალების სასწრაფო გაყვანა მოსთხოვა. თურქული მედიის ცნობით კი ერაყში, ქალაქ მოსულთან 150 თურქი სამხედრო იმყოფება, რომლებიც იქ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქურთ მოხალისეებს ამზადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები