დაცული ტერიტორიების სააგენტომ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
სასტუმრო „თბილისი რუმსში“ დაცული ტერიტორიების სააგენტომ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. მოწვეულ სტუმრებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა. ღონისძიებაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიღწევები შეაჯამეს და დამსწრეებს სააგენტოს სამომავლო საჭიროებები გააცნეს. შეხვედრაზე დონორთა მიერ დაგეგმილ აქტივობებზეც ისაუბრეს. ღონისძიება დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამისა და „KFW საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და დიპლომატიური კორპუსის წევრები დაესწრნენ.