„მზიურის“ საზღვრების დადგენის შემდეგ, ამ ზონაში სამშენებლო ჩარჩოების რეგულაციები მკაცრად განისაზღვრება“
„მზიურის“ სივრცის ახალ პროექტში, „მზიურის“ საზღვრების დადგენის შემდეგ სამშენებლო ჩარჩოების რეგულაციები მკაცრად განისაზღვრება“, – აღნიშნული განცხადება „არქიტექტორთა კავშირის“ თავმჯდომარემ დავით აბულაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
აბულაძის განცხადებით, პროექტის კონცეფცია სატრანსპორტო მაგისტრალის ახლებურ გააზრებასაც ითვალისწინებს.
„სტიქიის გამო „მზიურის“ სივრცის ახლებური გააზრება დაჩქარდა, აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, განისაზღვრება „მზიურის“ საზღვრები, რომლითაც მას სარეკრეაციო ფუნქციის სტატუსი მიენიჭება. პროექტში ჩადებულია რამდენიმე კომპონენტი. ამ საზღვრების დადგენის შემდეგ მკაცრად განისაზღვრება სამშენებლო ჩარჩოების რეგულაციები. პროექტის კონცეფცია ითვალისწინებს სატრანსპორტო მაგისტრალის ახლებურ გააზრებას. ამ ზონისათვის სპორტული ნაგებობები შესაბამისი იქნება“, – განაცხადა დავით აბულაძემ.
რაც შეეხება ვაკე – საბურთალოს ახალი გზის მონაკვეთს, აბულაძის განცხადებით, აღნიშნული გზის ასე განვითარება თავისთავად არ იყო კვლევებზე დაფუძნებელი, მაგრამ სანამ ქალაქის მთლიანი სატრანსპორტო სქემა არ შემუშავდება, მანამდე გზის ეს მონაკვეთი ისე იფუნქციონირებს, როგორც დღეს არის..