თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური დ. სარაჯიშვილის გამზირიდან დ. გურამიშვილის გამზირის მიმართულებით არსებულ ხიდზე (გზაგამტარი N1) დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლას იწყებს.
მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამშაბათს, 8 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.