თეა წულუკიანმა სტუდენტებს “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი” გააცნო

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი” გააცნო.
თეა წულუკიანმა ახალგაზრდებს განუმარტა, თუ რა სიახლეებია 18 წლამდე მოზარდების საქმეების გამოძიების კუთხით, რა მიდგომები ინერგება დაზარალებული, მოწმე და ბრალდებული ბავშვების მიმართ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით” ჩნდება ახალი მიმართულებები პროფესიებში. კოდექსის ამოქმედების მომენტიდან არასრულწლოვანთა საქმეებზე მუშაობას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები შეძლებენ. მინისტრმა მომავალ ახალგაზრდა პროფესიონალებს ურჩია, დაინტერესდნენ ამ შესაძლებლობით და საკუთარი წვლილი შეიტანონ “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის” ამოქმედებაში.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საუნივერსიტეტო პრეზენტაციებისთვის სპეციალური მარკეტინგული კამპანია შემუშავდა, რომლის ფარგლებშიც შექმნა ციხის შეხვედრების ოთახის ინსტალაცია. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, იმიტირებული პაემნების ოთახიდან წარმოსახვით გაესაუბრონ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს. საქართველოს პარლამენტმა “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი” 12 ივნისს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები