„ვერეს ხეობა მთლიანად რეკრეაციული ზონა უნდა იყოს“

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ ვერეს ხეობა მთლიანად რეკრეაციული ზონა უნდა იყოს. როგორც გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კონცეფციაში, რომლის მიხედვითაც რეკრეაციული ზონა განაშენიანდება, ყველა შესაძლო რისკი გათვლილი უნდა იყოს, რომ შესაძლო სტიქიის შემთხვევაში მოსახლეობა დაცული იყოს.
„ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონა და პარკის განაშენიანება ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თუნდაც ამ კონცეფციასთან მიმართებაშიც რისკები ბოლომდე შეფასდეს. ვერეს ხეობა მთლიანად რეკრეაციული ზონა უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, როგორ უნდა მომზადდეს ვერეს ნაპირები იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. ვერეს კალაპოტი თავის დროზე იყო შეცვლილი, ივნისში კი ვერემ საკუთარი კალაპოტი დაიბრუნდა და უკან გადმოვიდა. ამიტომ კონცეფციაში ყველა რისკი შესწავლილი უნდა იყოს. თუ აქ იქნება სპორტული კომპლექსები და დასასვენებელი ადგილები, პირველ რიგში, შესწავლილი უნდა იყოს, როგორ მოხდება საფრთხის დროს მოსახლეობის იქიდან გამოყვანა. ევაკუაციის გეგმა ნებისმიერ სახლს სჭირდება“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ. რაც შეეხება ჩიქოვანის ქუჩას, ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ამ ქუჩაზე დამბა აშენდება და ეს ქუჩა დაცული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები