ლატვიის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუმამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Delfi იუწყება. მისი მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ჭორები უკვე ერთი თვეა დადის, მას შემდეგ, რაც სტრაუმამ პარტია „ერთიანობის“ კიდევ ერთი წევრის, კავშირგაბმულობის მინისტრის ანრის მატისის გადადგომა მოითხოვა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომა ლატვიის პრეზიდენტმა უკვე დააკმაყოფილა, რაიმონდ ვეიონისმა მას მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ლატვიის რადიოსთან ინტერვიუში სტრაუმამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანიაა აგორებული და ასეთ პირობებში მთავრობის მეთაურის პოსტზე მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები