სოსო ფხაკაძე: ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილიზაციის ფაზაში შედის

საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, “ვისოლ -ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილიზაციის ფაზაში შედის, ბიზნესი უფრო დამშვიდებულია და შეგვიძლია პროგნოზები გავაკეთოთ.
“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ამ წელს. ბუნებრივია, რთული წელი იყო ამ კუთხით, მაგრამ უკვე როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილიზაციის ფაზაში შედის, ბიზნესი უფრო დამშვიდებულია და შეგვიძლია პროგნოზები გავაკეთოთ და, შესაბამისად, დავგეგმოთ ჩვენი ბიზნესსაქმიანობა”, – განაცხადა ფხაკაძემ.
მისივე თქმით, სტაბილიზაციის ფაზაში გადასვლა ქვეყნისთვის სიკეთის მომტანია.
“თუ ბიზნესის პრიზმიდან შევხედავთ, ახლა, სტაბილიზაციის შემდგომ, მთავარია, რომ მომხმარებელმა დაიწყოს ფულის ხარჯვა. მომხმარებელი წელს “შეშინებული” იყო იმიტომ, რომ მან არ იცოდა, ხვალ როგორი იქნებოდა ლარის კურსი. მსყიდველობითი უნარი ქვემოთ მოდიოდა, ამიტომ, ახლა რომ სტაბილიზაციის ფაზაში გადავედით, ეს სიკეთის მომტანია ქვეყნისთვის”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები