დღეს ბედნიერების დღეა!

     20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღედ 2012 წლის გაეროს გადაწყვეტილებით დაწესდა. ეს წინადადება ბუტანის სამეფომ შემოიტანა, რომელსაც მხარი 193 -მა სახელმწიფომ დაუჭირა. ბედნიერების საერთაშორისო დღე უნდა აღინიშნოს  სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი პროგრამებით.
20 მარტი ბედნიერების დღეა, ამიტომ მთელმა კაცობრიობამ თუ არა, მისმა საუკეთესო ნაწილმა მაინც (რომელშიც, ბუნებრივია, ,,კვირას“ ერთგული მკითხველებიც შედიან) ის შეძლებისდაგვარად უნდა აღნიშნოს. საამისო საბაბის ძებნა კი საჭირო არ არის: საკმარისია იმის გახსენება, რომ ნამდვილ რეალურ გაზაფხულს უკვე მივუახლოვდით და მალე ჩვენებურად, თბილისურად დათბება. მართალია, ბედნიერება ზოგადი და თანაც ფარდობითი ცნებაა და ყველას თავისებურად ესმის, მაგრამ ამ შემთხვევაში, მის ამოსავალ წერტილად, მოდი, სიყვარული ჩავთვალოთ. გიყვარს და უყვარხარ,- ეს უკვე ბედნიერებაა. თუ რამდენად გახანგრძლივდება ეს ბედნიერება, ესეც სიყვარულის სიცოცხლისუნარიანობაზეა იქნება დამოკიდებული: გინესის რეკორდების წიგნში ერთი ინდოელი წყვილი შევიდა: 107 წლის კარამი და მისი 100 წლის მეუღლე კატარი ჩანდი, რომლებიც 87 წელია დაქორწინდნენ და ერთად არიან.. თავიდან ისინი ინდოეთში ცხოვრობდნენ, ხოლო მერე ინგლისში გადმოსახლდნენ. გინესის რეკორდის წარმომადგენლებმა ეს წყვილი იმიტომ გამოარჩიეს, რომ ისინი დედამიწაზე ყველაზე ერთგული ცოლ-ქმარია, რომელიც ყველაზე ხანგრძლივად ცხოვრობს ერთად. მათ 8 შვილი და 28 შვილიშვილი ჰყავთ. 87 წლის ოჯახური ცხოვრების მანძილზე მათ გაიგეს საიდუმლო, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო ოჯახი და იცხოვრო ბედნიერად . ეს წყვილი ამტკიცებს, რომ სიცილი და ერთმანეთისადმი ყურადღება ბედნიერების ყველაზე აუცილებელი პირობაა. კარიმმა პირდაპირ თქვა: “ჩემი ფოკუსი არის ის, რომ მე ყოველთვის ვამხიარულებ ჩემს მეუღლეს, მე მიყვარს მისთვის ანეკდოტების მოყოლა და ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემმა ცოლმა გაიღიმოს, ვიყო სასაცილო – ეს არის ჩემი მეთოდი, ვიყო რომანტიკული”. გარდა ამისა, ის თვლის, რომ აუცილებლად ცოლთან უნდა გაატარო დიდი დრო და მხოლოდ მისი ერთგული იყო“ ასე, რომ მოიმარაგეთ ანეკდოტები და სხვისი ცოლისა და ქმრისკენ თვალი არ გაგექცეთ,-პირველი პუნქტი იოლი შესასრულებელია, მაგრამ მეორისა კი რა მოგახსენოთ, მით უფრო საქართველოში.. საერთოდ კი: თუკი ზოგადი წესებით ვიხელმძღვანელებთ, ბედნიერების გარკვეული ხუთი წესიც შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ხშირად უთხარით საყვარელ ადამიანს

1932032_719483171416181_1801948812_n

ქათინაური და საამისოდ ყველა შემთხვევა გამოიყენეთ;
ყოველთვის დაუჭირეთ მას მხარი,- თუნდაც მისი იდეები გიჟურად მოგეჩვენოთ!
იზრუნეთ საყვარელ არსებაზე, ზრუნვა და ყურადღება ყველას სიამოვნებს;
ისწავლეთ საჭმლის მომზადება, ეს ეხებათ იმ ქალბატონებს, ვინც არ სწყალობს სამზარეულოს;
კლასიკური ფრაზა“ მამაკაცის კუჭისკენ მიმავალი გზა გულზე გადის“, ყოველთვის თუ არა, უმეტეს შემთხვევაში მაინც ამართლებს. მამაკაცმა კი ყველა შემთხვევაში უნდა შეაქოს ქალის ნახელავი… შეძლებისდაგვარად, იზრუნეთ საკუთარ თავზე, რათა ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ! სარკეში დანახული მოწესრიგებული საკუთარი თავი დამაჯერებლობას შეგმატებთ;
ვფიქრობთ, არც ისე რთული შესასრულებელი წესები და რჩევებია საიმისოდ, რომ იმ ინდოელი წყვილივით 87 წელი თუ არა, გარკვეული დრო მაინც იცხოვროთ ბედნიერად! ყველა შემთხვევაში ,,კვირა“ ბედნიერ დღეს და ცხოვრებას გისურვებთ!…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები