მსოფლიოში ნავთობის ფასი ისევ ეცემა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს. 2009 წლის მაისის შემდეგ პირველად, ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 50 დოლარს ჩამოსცდა. ამაჟამად მისი ფასი 49 დოლარი და 90 ცენტია. შეერთებულ შტატებში კი ბარელი ნავთობი 47 დოლარი ღირს.
ანალიტიკოსები „შავი ოქროს“ კიდევ უფრო გაიაფებას ვარაუდობენ, ამის მიზეზი კი ევროკავშირში მიმდინარე დეფლაციური პროცესები, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება და მზარდი მიწოდების სიუხვე იქნება. 2015 წელს ექსპორტის გაზრდას გეგმავს ერაყიც, რაც ნავთობის ფასის ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები