სომხეთიდან რუსეთში მარწყვის ექსპორტი აკრძალულია, მძღოლები ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან (სომხეთ-საქართველოს საზღვარზე) უკან დააბრუნეს და ლარსში ჩასვლის უფლება არ მისცეს.
სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გარნიკ დანიელიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
„ალუბლის მომავალი ექსპორტი დამატებით შეშფოთებას იწვევს: ფერმერები შიშობენ, რომ მსგავსი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ამ პროდუქტზეც. სიტუაცია პირდაპირ კავშირშია სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების გაუარესებასთან. სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ბაზრებზე იყიდება, ამიტომ ნაბიჯები და განცხადებები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ორმხრივ ურთიერთობებს, მიუღებელია“, – განაცხადა მან.