მიხეილ დუნდუა: სოციალური თანაბრობის, სოციალური მდგომარეობის კლასების თუ სიღარიბის, აგრეთვე საშუალო შემოსავლის ზრდის ტემპის მიხედვით საქართველოს აქვს კარგი მაჩვენებლები

“მსოფლიო ბანკი სოციალური კატეგორიების მიხედვით ყოფს მოსახლოებას მაჩვენებელს და ამბობს, წლიდან წლამდე ამა თუ იმ კატეგორიაში რა რაოდენობის ადამიანი გადავიდა, რამდენმა გაიუმჯობესა მდგომარეობა”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით მკვეთრად არის გაუმჯობესებული მოსახლეობის მიგრაცია ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში გაუმჯობესების თვალსაზრისით.

„მინიმუმამდეა შემცირებული საერთაშორისო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა და გაზრდილია საშუალო შემოსავლიანი მოსახლეობის რაოდენობა. ეს პარამეტრები არის მზარდი.

რაც შეეხება სოციალური თანაბრობის კიდევ სხვა მაჩვენებელს, რასაც ჯინის კოეფიციენტი ეწოდება, რაც უფრო დაბალია ჯინის კოეფიციენტი, უფრო მაღალია სოციალური თანაბრობა. ჯინის კოეფიციენტი არის ისტორიულ მინიმუმზე და არის ევროპის ქვეყნების შესადარი მაჩვენებელი.

სოციალური თანაბრობის, სოციალური მდგომარეობის კლასების თუ სიღარიბის, აგრეთვე საშუალო შემოსავლის ზრდის ტემპის მიხედვით საქართველოს აქვს კარგი მაჩვენებლები, რაც მიუთითებს იმას, რომ ქვეყანა ვითარდება ინკლუზიურად“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები