აშშ-ში ქიმიური ავზის აფეთქების რისკის გამო საგანგებო ევაკუაცია გამოცხადდა

კალიფორნიის შტატში, ტოქსიკური ქიმიკატების შემცველი რეზერვუარის აფეთქების საფრთხის გამო, ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ორანჯის ოლქში, ქალაქ გარდენ-გროვში მდებარე საწარმოში მოხდა, სადაც მეთილ-მეთაკრილატის (MMA) შემცველი ავზი გადახურდა.

სპეციალისტების შეფასებით, არსებობდა ძლიერი აფეთქებისა და ტოქსიკური ნივთიერებების ჰაერში გავრცელების საფრთხე.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. სხვადასხვა მედიის ცნობით, ევაკუირებულთა რაოდენობა დაახლოებით 40-50 ათას ადამიანს აღწევს.

საგანგებო სამსახურები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, ავზზე წარმოქმნილმა ბზარმა შესაძლოა შიდა წნევა ნაწილობრივ შეამცირა, რამაც აფეთქების რისკი შეამცირა, თუმცა ტერიტორია კვლავ კონტროლის ქვეშ რჩება.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები