„გაუგებარია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მორგებულობის ხარისხის განსასაზღვრად სასამართლომ“

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, მხოლოდ ერთი წრის მიმართ დროებითი მმართველის ინსტიტუტის ნორმების შეჩერებას, დისკრიმინაციულად აფასებენ.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 13 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომელის მიხედვითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოქმედება შეჩერდა, რომლებიც გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით – დროებითი მმართველის ინსტიტუტის მოქმედებას ითვალისწინებს, ქონების იძულებითი მართვის სახით, დაუსაბუთებელია.
მისი შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილების საოქმო ჩანაწერით ჩანს, რომ ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხვა სახის იურიდიულ პირებთან მიმართებით, დროებითი მმართველის ინსტიტუტის მოქმედება, არ შეჩერებულა.
“არსებული პრაქტიკით, არ გვხდება შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმის მოქმედება შეეჩერებინოს მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის სუბიექტთან მიმართებაში და არა ზოგადად ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომელსაც ეს ნორმა შეიძლებოდა შეხებოდა. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე „შპს ტელეკომპანია საქართველო“, ზოგადად მოითხოვდა სადავო ნორმების შეჩერებას და არა მხოლოდ კონკრეტულად მასობრივი კომუნიკაციის ბეჭვდითი ან ელექტრონული საშუალებებთან მიმართებაში“, – აღნიშნა კაიკაციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები