ტილოზე გადასული სიმღერა  და „ფერადი ფიქრები“ აკაკი გაჩეჩილაძის შემოქმედებაში…

„დაკარგულად მიმაჩნია ის დრო, როდესაც არ ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია…“ – ამბობს აკაკი                      გაჩეჩილაძე და  ხელოვნებით დატვირთულ საკუთარ ცხოვრებაზე გვიყვება…

 

-დღეს, გამთენიისას, ბელორუსიის ქალაქ ბრესტიდან დავბრუნდი, სადაც საერთაშორისო ბარდფორუმი ჩატარდა. ფორუმში სხვადასხვა ქვეყნის ბარდები მონაწილეობდნენ და წარმოადგენდნენ თავიანთ შემოქმედებას – საავტორო სიმღერებს.

სასიხარულოა და შესაშური ბელორუსიის კულტურის სამინისტროს მესვეუ1რთა ამგვარი დამოკიდებულება ამ ლიტერატურულ-მუსიკალური ჟანრის მიმართ. შესაშური იმიტომ, რომ საქართველოშიც არსებობს ბარდკლუბი (პრეზიდენტი მიხეილ ზაქარიაშვილი, საპატიო პრეზიდენტი: ოთარ რამიშვილის ვაჟი – მიშიკო რამიშვილი ) და ქართველ ბარდებსაც ესაჭიროებათ გარემო, სივრცე საკუთარი შემოქმედების წარმოსაჩენად.
საქართველოშიც  უამრავი ახალი და საინტერესო სიმღერა იქმნება, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ მათმა ავტორებმა ვიცით. ვფიქრობ, აუცილებელია ბარდების მხარდაჭერა, მათი სიმღერების ჩაწერა და რაიმე სახით მსმენელისთვის გაზიარება – ალბომების, ტელე თუ რადიოგადაცემების და კონცერტების საშუალებით მიწოდება. ეს აუცილებელია ბარდთა კულტურის დამკვიდრებისთვის, უფრო მეტიც, ქართული ენისთვის. ჩვენ ხომ სიმღერებს მშობლიურ ენაზე ვწერთ.
შეგახსენებთ, რომ ბა2რდები სასიმღერო ტექსტის მნიშვნელოვნებით გამოირჩევიან. მითუმეტეს, რომ საქართველოში ამ ჟანრისადმი დიდი ინტერესი არსებობს. მაგალითად, სულ ახლახან, ნოემბერში თბილისში, კომპოზიტორთა სახლის საკონცერტო დარბაზში  გაიმართა ქართველი ბარდების კონცერტი, რომელსაც დაგეგმილზე მეტი დრო დაეთმო, რადგან მსმენელი სცენიდან არ გვიშვებდა… მოკლედ, ქართულ ბარდკლუბს განვითარება და მხარდაჭერა სჭირდება არა მხოლოდ მსმენელის, არამედ კულტურის სამინისტროს მხრიდან. რამდენჯერაც მომიწია ფესტივალებში მონაწილეობა (ორჯერ პოლონეთში,  ბელორუსიაში) სცენიდან ყოველთვის ყველას ქართველი ბარდების სახელით მოვიკითხავ ხოლმე.
-ბევრი როგორც მხატვარს, ისე გიცნობთ. პირველად როდის დახატეთ?
– ზუსტად არ მახსოვს. დავიწყე იმ ასაკში, როდესაც ბავშვები კედლებზე ჯღაბნას იწყებენ. მაშინ საბავშვო საღებავები, ფუნჯები და ფანქრები საკმაოდ დაბალი ხარისხის იყო. წინა პლანზე უფრო პლასტელინი მქონდა, გატაცებით ვძერწავდი უამრავ ადამიანს და ერთგვარ სოციალურ მიკროგარემოს ვიქმნიდი. ვიგონებდი სხვადასხვა სიუჟეტს და ჩემს ნაძერწ პერსონაჟებს ისე ვაცხოვრებდი ერთმანეთში, თითქოს ცოცხლები იყვნენ – ისინი ჩხუბობდნენ კიდეც, 3მაგრამ მაინც კეთილს ვამარჯვებინებდი. გაუთავებლად ვძერწავდი სახლებს, სადაც ხალხი ცხოვრობდა, ცხენებს, სხვადასხვა ცხოველს. მთლიანად ვიძირებოდი ამ სამყაროში, დიდ დროს ვუთმობდი პლასტელინით თამაშს. ახლაც ასე ვთამაშობ, ოღონდ ტილოზე საღებავებით.
– როგორია თქვენი ფერები ტილოზე?
– ფერადი! 2014 წელს ევროპის სახლში პერსონალური გამოფენა მქონდა (60-მდე ტილო გამოვფინე) სახელწოდებით: „ფერადი ფიქრები“. ამით გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება  ფერებთან. სადღესასწაულო განწყობას, რომელსაც ფერთა აღქმით  მივიღებთ, აუცილებლად შეცვლის ფიქრი.
– რას ხატავთ, რისთვის, რა სამყაროა ეს?
– ყველაფერს ვხატავ. ეს ჩვენი სამყაროა, გაჯერებული სტერეოტიპებით, მყარად ჩამოყალიბებული მცდარი აზროვნების „ზნეობრივობით“. ყველაფრის მიუხედავად, ეს ის ადგილია, სადაც უყვართ და ერთმანეთს უფრთხილდებიან. ვხატავ იმისთვის, რომ ჩემი სათქმელი გამოვხატო. ხატვა ჩემი სათქმელის ფორმაა.
– რამდენიმე წლის წინ თქვით: „დრო, როცა არ ვხატავ, დაკარგულად მეჩვენება“. დღესაც ასეა?
– დიახ. უფრო კორექტული რომ ვიყო, დაკარგულად მიმაჩნია ის დრო, როდესაც არ ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. ალბათ უსაქმურობასაც აქვს თავის ადგილი, რათა ჩამოყალიბდე, 4ჩაურღმავდე საკუთარ თავს და გრძნობებში გაერკვე. მაგრამ უფრო ქმედების მომხრე ვარ.
– თუ შეცვალეთ თქვენი სტილი? რას ფიქრობთ დღევანდელი გადასახედიდან თქვენს ნამუშევრებზე, რა მოგწონთ და რა – არა?
– ძველი ნამუშევრები იმ პერიოდს მახსენებენ და მიყვარს. ოდნავ გულუბრყვილოა და სუფთა… ახლა ბრესტშიც მოეწყო ჩემი მცირე პერსონალური გამოფენა. ნახატიც გაიყიდა. თავდაპირველად მნახველები ამ ნამუშევრებს სიურეალიზმად აღიქვამენ, მოგვიანებით კი ხვდებიან, რომ ეს აზრია, ფიქრია ფერში და ფორმაში. მე არ მაქვს ქვეცნობიერის სიღრმისეული კვლევის მცდელობა და მისი წარმოჩინება. უბრალოდ, ეს ნააზრევია. თუმცა შესაძლოა, ახლოსაა ამ სტილთან მასში ზერეალურობის გამოხატვის სურვილით.
– პირველად თქვენი ნამუშევრები გერმანიაში გამოიფინა. იქ როგორ აღმოჩნდით თქვენს ნახატებთან ერთად?
-ჩემი ნახატების ფოტოები ინტერნეტში დაფრინავს. ისინი ერთ-ერთმა გერმანელმა კურატორმა, მონიკა შტერკმა ნახა, დააინტერესა და მომიწყო გამოფენა ქალაქ მერბუშში. გაოცებული ვიყავი გერმანელთა აღქმის უნარით, გაუთავებლად მსჯელობდნენ გამოფენაზე და რამდენჯერმე უბრუნდებოდნენ ტილოებს. გამოფენის მოწყობაში მეგობრებიც ძალიან დამეხმარნენ. ბედნიერი ვიყავი. ნახატიც გამეყიდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მას შემდეგ ოთხი გამოფენა მქონდა გერმანიაში: დიუსელდორფში, ჰამბურგშიც.
5საქართველოში, მასწავლებელთა სახლის თანადგომით, ზესტაფონის რაიონ სოფელ ზემო წევის საჯარო სკოლის სივრცეშიც მქონდა გამოფენა, მართალია იქ არც გავზრდილვარ და არც სახლ-კარი გამაჩნდა, მაგრამ ჩემი გვარის წარმომავლობა სწორედ ზემო წევას უკავშირდებოდა. ამ გამოფენით ყურადღება გადავიტანე სოფელზე, სადაც გზა იყო შესაკეთებელი და სხვა პრობლემებიც არსებობდა.
ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში მყუდრო გალერეა „აპოლოში“, ქალბატონ ნანა ბალავაძის სურვილით და დახმარებით ჩატარდა.
– რაზე ფიქრობთ, როცა ხატავთ?
– ფიქრის დრო, მართლაც, კოლოსალურად ბევრია ხატვისას, ბევრი მოძრაობა ავტომატიზმამდეა დაყვანილი. ფუნჯი, საღებავი ჩემი მეგობრები არიან, ტილოზე მოქმედება ვითარდება და ყველაფერს განვიცდი, ბედნიერებასაც, სიყვარულსაც.6
– როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში მუსიკა?
– ალბათ იავნანამდე.
ვისოცკის შემოქმედება ქართულად – რამდენად ახლოა თქვენთან?
– ახლოსაა, მიყვარს მისი სიმღერები, თუმცა ბევრი „გაცვითეს“. არსებობს ნაწარმოებები,
რომელსაც ხელი არ უნდა ახლო, არ უნდა გაკადნიერდე. გახსოვთ სიმღერა: „თუ ასე ტურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდი იაო?“ ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით ხომ საოცრად კარგია? მე ამ სიმღერას ვეღარ ვუსმენ, იმდენად გაცვითეს, ვინ აღარ იმღერა და რა არ დამართეს. ახალი სიმღერებია დასაწერი, მოსაძებნი, სამყაროში რამდენი რამ არსებობს, მხოლოდ აღმოჩენა უნდა! ამას არა სიბრაზით, სიყვარულით ვამბობ. რაც შეეხება ვისოცკის, მომწონს მისი შემოქმედება ზუსტად ისე, როგორც ავთო შარვაძის ან ზურაბ მანაგაძის, აღარაფერს ვამბობ ოთარ რამიშვილის ქართულ რომანსებსა და მის ბარდულ კულტურაზე.
-საავტორო სიმღერები, როდის დაიწყო მათი ისტორია?
– მათი ისტორია დაიწყო მაშინ, როცა ბავშვობაში პოეტმა კახა კახიძემ რამდენიმე საგიტარო აკორდი მაჩვენა. მოგვიანებით ჩემი სიმღერები სტუდენტთა წრეებში იყო პოპულარული.
– ჰგავს თუ არა თქვენი მუსიკა და ნახატები ერთმანეთს?
– ვამსგავსებ. ყოველ შემთხვევაში, ორივე – მუსიკა და ხატვა, ძალიან მიყვარს.

8

9

12312034_1173099462718660_2011999324_n

 

12346910_1173099482718658_2078175868_n

2

3

4

1

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები