ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 34 წლის პაციენტი მე-4 სართულის ფანჯრიდან გადახტა

თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 34 წლის პაციენტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის საავადმყოფოს მე -4 სართულის ფანჯრიდან გადახტა.
აღნიშნული შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 34 წლის პაციენტი მწვავე პნევმონიის დიაგნოზით კლინიკაში გუშინ მოათავსეს და მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. თანამშრომელბის განმარტებით, პაციენტის გაკავება პერსონალმა და დაცვამ ვერ შეძლო და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მომხდარი “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები