ბრიტანელი მეცნიერები – გენმოდიფიცირებული ბრინჯი შიმშილისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა

ბრიტანელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გენმოდიფიცირებული ბრინჯის გამოყვანა, რომელიც პროექტ C4 Rice Project–ის ფარგლებში ხდება, მომავალში დედამიწის მოსახლეობას შიმშილის პრობლემას თავიდან ააცილებს. ამ კვლევებში რვა ქვეყნის 12 სამეცნიერო დაწესებულება მონაწილეობდა.
ფოტოსინთეზის ტიპის მიხედვით, ბრინჯი C3 კლასს ეკუთვნის, რომელიც საკმაოდ ფაქიზი სასოფლო–სამეურნეო კულტურაა. მეცნიერების ამოცანაა – მისი ტიპის შეცვლა C4–ზე, რაც მოსავლის 50 პროცენტით გაზრდის შესაძლებლობას შექმნის, ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრინჯი უფრო სწრაფად გაიზრდება.
მეცნიერები ამბობენ, რომ დედამიწის მოსახლეობის ზრდის ტემპების და ურბანიზაციის გათვალისწინებით, მომდევნო 35 წლის განმავლობაში ადამიანებს გამოსაკვებად ორჯერ მეტი ბრინჯი დასჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები