პირველად საერთაშორისო ბარდფორუმზე საქართველო აკაკი გაჩეჩილაძემ წარადგინა (ვიდეო)
ვლადიმერ ვისოცკის სახელობის საერთაშორისო ბარდფორუმზე საქართველო ბარდმა და მხატვარმა აკაკი გაჩეჩილაძემ წარადგინა. ბარდფორუმი ბელორუსიის ქალაქ ბრესტში 27,28 და 29 ნოემბერს გაიმართა.
„პირველი საერთაშორისო ბარდფორუმი წარმატებული აღმოჩნდა. მონაწილეობდნენ საქართველოს, პოლონეთის, უკრაინისა და ბელორუსიის მუსიკოსები. კონცერტის პირველ ნაწილში ვლადიმერ ვისოცკის თითო-თითო ნაწარმოები შევასრულეთ, თუმცა შემდეგი ნაწილი უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. საშუალება გვქონდა, მაყურებლისთვის საკუთარი თავი უფრო კარგად წარგვედგინა და საკუთარი სიმღერები შეგვესრულებინა. პირველად ვლადიმერ ვისოცკის ტექსტითა და ჩემი მუსიკით წარვდექი მაყურებლის წინაშე. მეორე შემთხვევაში კი მთლიანად ჩემი სიმღერა შევასრულე ქართულად“, – განუცხადა „კვირას“ აკაკი გაჩეჩილაძემ.
https://youtu.be/9GGC08bNYBg