რატომ არის უარყოფითი როლები სათამაშოდ უკეთესი და როგორ თეატრში უნდა მივიყვანოთ ბავშვი…

მსახიობი ვახო გიგინეიშვილი 54 წლისაა, მისი სამსახიობო კარიერა კი 35 წელს ითვლის. თუმცა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიწვევით საბავშვო სპექტაკლებსაც დგამს…

– ოზურგეთში ვიყავი საბავშვო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ახლა მაქვს თოჯინების დამოუკიდებელი საოჯახო თეატრი „რიჩი“, რომელიც სამი წელია არსებობს. მყავს პროფესიონალი მსახიობები  და ვდგამთ საბავშვო სპექტაკლებს.
– რატომ გადაწყვიტეთ, ყოფილიყავით საბავშვო თეატრში?
– 
თეატრი ჩემთვის ყველაფერია, მე ბავშვობიდან იქ გავიზარდე. სკოლაში ვსწავლობდი, ბათუმის დრამატულ თეატრში სცენის მუშად რომ დავიწყე მუშაობა. იქ 7 წელი გავატარე, მქონდა პატარა როლები მასობრივ სცენებში,  გამოვდიოდი ეპიზოდებშიც. ერთი-ორი მთავარი როლიც ვითამაშე. 1980 წელს  ბათუმში გაიხსნა თოჯინების თეატრი, ბევრი1 ჩემი მეგობარი გადავიდა და მეც ასე აღმოვჩნდი ჯადოსნურ სამყაროში.  სწორედ აქედან დაიწყო ჩემი წარმატება – პოპულარობა, აქ მივიღე აჭარის დამსახურებული არტისტის წოდება…  საბავშვო თეატრი იმიტომ, რომ ბავშვები განსაკუთრებულად მიყვარს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ბათუმის ქუჩებში სიარულისას  დღემდე მომდევენ ბავშვები და იძახიან – „ვახო ბიძია“, „მგელი ბიძია მოდის“… რა როლებიც მითამაშია, იმ სახელებს მეძახიან, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი…
– როგორ დაიწყო „მგლის“ კარიერა?
– 
თოჯინების თეატრში რომ მივედი, პირველად ჩემი როლი იყო ორლოვის პიესაში  „ოქროს წიწილა“ , სადაც მგელს ვთამშობდი. აქედან დაიწყო ჩემი მგლის კარიერა, შემდეგ იყო „ბუტია“  და „სამი გოჭი“, ისევ  მგელი. ჩვენი თანამშრომლის შვილი ძალიან ხშირად იყო თეატრში, ერთხელ მოვიდა და მეკითხება, „ვახო ბიძია, თქვენ თეატრში მგლად მუშაობთ?“.  სასაცილო სიტუაციები ხშირად მაქვს. ერთხელ კარნავალზე ოჩოპინტრეს ფორმა უნდა ჩამეცვა, დამაგვიანდა და თხის ფორმა მხვდა წილად, რომელსაც კაბა უნდა სცმოდა. ვიფიქრე, ნიღაბს გავიკეთებ და ხმას არ ამოვიღებ და ვინ მიხვდება, რომ მე ვარ-მეთქი… თუმცა, რუსული ტელევიზია მოვიდა და მეკითხება, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავიო,  რაღას ვიზამდი და პირდაპი ვუთხარი: „Козел, Вахтанг Гигинеишвили“ , ძალიან სასაცილო იყო…
– გასტროლები…2
– 
თურქეთში გავიტანეთ „ნაცარქექია“, სადაც როლებს, ძირითადად, ახალგაზრდები  ასრულებენ.  წარმატებული მუსიკალური სპექტაკლი იყო, ცოტა დიალოგები გვქონდა, იმიტომ რომ თურქეთი არათეატრალური ქვეყანაა და ასეთი გადაწყვეტა მეტად მოსწონთ, მეც მოვარგე გასაღები… ასევე, ვმუშაობდი თურქეთში (ქალაქ ორდუში და ქალაქ ბულანჯაკში), სადაც დავდგით „პეპი გრძელი წინდა“, სხვათა შორის საერთოდ, არ იცოდნენ თოჯინური ხელოვნება და პირველად მე და ჩემმა მეგობარმა რეზო ბაინაზიშვილმა შევიტანეთ.
– თამაშობთ  და დგამთ…
– 
პროფესიით მსახიობი ვარ, რეჟისორობას არ ვიჩემებ. ახლა ჭიათურაში, თოჯინების თეატრში სპექტაკლს ვდგამ და  მსახიობებს სულ ვეუბნები, მე კოლეგა ვარ და არა რეჟისორი-მეთქი. არც მაქვს რეჟისორის ამბიციები. ამიტომ ვთამაშობ და თან ვდგამ. კარგია თუ ცუდი, ამას მერე მაყურებელი აფასებს. აფიშაზეც ყოველთვის წერია – დადგმა ვახტანგ გიგინეიშვილის და არა დამდგმელი რეჟისორი. რეჟისორს სხვანაირი ხედვა აქვს, მსახიობის დადგმულ სპექტაკლს ყოველთვის ეტყობა, რომ მსახიობის დადგმულია…
–  რისთვის სჭირდებათ ბავშვებს თოჯინების თეატრი?

– ბავშვი იმ თეატრში უნდა მიიყვანო, სადაც კარგი სპექტაკლები იდგმება. ფესტივალებზე  ხშირად დავდივარ და გული მტკივა, რომ ძალიან უხარისხო სპექტაკლებს ვნახულობ. ასეთ წარმოდგენები ბავშვს არ უნდა ანახო. ის უნდა შეიყვანო კარგ თეატრში, სადაც კარგი სპექტაკლები იდგმება. ეს აუცილებელია, რადგან ბავშვები იმდენად სუფთები არიან, იზ3რდებიან მაყურებლებად დიდი თეატრებისთვის, დრამატული თეატრისთვის, პანტომიმის თეატრისთვის, თუნდაც  მოზარდმაყურებლისთვის და თუნდაც მუსკომედიისთვის. ჩვენ ვზრდით, თოჯინების თეატრი უფრო არის სკოლა-თეატრი. ბატონი გივი სარჩიმელიძე, ჩვენი მაესტრო და  ბატონი რეზო გელაძე გვეუბნებოდნენ, – ჩვენ ვართ მსახიობი-პედაგოგები. თუნდაც როცა  სცენაზე თამაშობ და სიტყვას ეტყვი ბავშვს, ეს ტოლფასია მასწავლებელის მიერ საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილის.
– კიდევ რა გასწავლათ გასაკუთრებული ბატონმა გივი სარჩიმელიძემ?
– 
დავამთავრე მოსკოვის ხელოვნების უნივერსიტეტი. ბატონი გივი ჩემი პირველი მთავარი რეჟისორი იყო, ფაქტობრივად მან გამზარდა. განსაკუთრებულად კი – თეატრის, როლის და ბავშვების სიყვარული გვასწავლა. როცა ვნახულობ ბატონ გივის, განვიხილავთ სპექტაკლებს, რჩევებს მაძლევს, რა, სად, როგორ უნდა ყოფილიყო…
– „თოჯინური ხასიათი“, რომელიც ყველაზე მეტად ჯდება თქვენს ხასიათში…
– 
35 წლის განმავლობაში სულ უარყოფით როლებს ვასრულებდი. მგელი ვიყავი ძალიან ხშირად. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ როცა „სამ გოჭში“  მგელს ვთამაშობდი, ბავშვები მგულშემატკივრობდნენ.  ვეკითხებოდი, აბა, სად წავიდნენ გოჭები -მეთქი? ისინი ხელით მანიშნებდნენ, აი, იქით გაიქცნენო…  როლი ძალიან ბევრი მაქვს, ვერცერთს  გამოვყოფ, იმიტომ რომ ყველა  შვილებივი4
თ მიყვარს. დადებითებიც მითამაშია –  ნაცარქექია, ჭინჭრაქა, პრინცი კლაუსი… მაგრამ უარყოფითი როლები მიყვარს, იმიტომ რომ თვითონ მუშაობის პროცესი არის საინტერესო, სიღრმეები აქვს.
– შვილიშვილები გყავთ სახლში, თუ გიწევთ სპექტაკლის გამართვა?
– 
ორი შვილიშვილი მყავს – გიგი და სესილი, სახლშიც იმათთან ერთად თოჯინების თეატრი მაქვს. თეჯირი გავაკეთეთ, როცა ხასიათზე არ არიან, დავუძახებ და ერთად ვთამაშობთ ხოლმე. ბედნიერება ისაა, რომ  ჩემი ძველი მაყურებელი ახლა თვითონ არიან მშობლები და ჩემს სპექტაკლებზე შვილები მოჰყავთ. ბავშვები ჩემთვის  საოცრებაა. როცა სცენაზე ავდივარ და ვთამაშობ, იქ დაღლა არ არსებობს. ერთხელ ძალიან მტკიოდა კბილი, მივედი თეატრში, სპექტაკლი მაქვს – „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, ვთამაშობდი აღმასრულებელს. ამ სპექტაკლში ქალბატონმა ეთერ თავართქილაძემ  ცოცხალი პლანი გამოიყენა, თოჯინები არ არის, და ამ დროს რა ხდება? იწყება ჩემი სურათი, დედოფალთან შედის ჯალათი და შევდივარ მეც… როგორც კი სცენაზე შევდგი ფეხი, კბილის ტკივილმა გამიარა. იმხელა მუხტი  აქვს ამ ყველაფერს.
– რატომ აირჩიეთ თოჯინების თეატრი?
– 
დრამა ბავშვობიდან არ მიყვარდა, არ ვიცი, რატომ… ისეთი ცხოვრებაა, კიდევ დრამა მინდა სცენაზე?… ამიტომ მიყვარს საბავშვო თეატრი, როდესაც ზღაპარში ვხვდები, რეალობაზე აბსოლუტურად აღარ ვფიქრობ. ზღაპარში ვარ… ხუთკუნჭულასთან, ნაცარქექიასთან, მათ სამყაროში გადავდივარ. მირჩევნია ასე ვიყო, თითქოს თერაპიაა ჩემთვის ეს ყველაფერი…
– სამომავლო გეგმები…
– 
ახლა ჭიათურის თოჯინების თეატრში სპექტაკლ „ნაცარქექიაზე“ ვმუშაობ. პირველ დეკემბერს პრემიერა მაქვს.  შემდეგ მივდივარ ოზურგეთში და იქაც  საბავშვო სპექტაკლი უნდა დავდგა. 21 დეკემბრიდან, თბილისიდან მოწვეულ მსახიობებთან და სტუდია „ოქროს გასაღებთან“ ერთად, ბათუმის ოპერის თეატრში ვთამაშობ „საშობაო ზღაპარში“.  დიდი სურვილი მაქვს,  ჭიათურის თოჯინების თეატრი თურქეთში ფესტივალზე წავიყვანო, ვნახოთ რა გამოგვივა…

5

6

7

8

 

ნინო ჯაჯანიძე

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები