მომავალი წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ ლარს აჭარბებს – პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა

2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. არსებული ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ ლარს აჭარბებს. გეგმის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 2, 8 პროცენტი იქნება. ბიუჯეტის ახალი პროექტის შექმნის აუცილებლობა ნაწილობრივ მასში პენსიების ზრდისთვის დამატებითი სახსრების მობილიზებამ გამოიწვია.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტი ბიუჯეტი, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 225 მილიონი ლარით არის გაზრდილი. მისივე თქმით, ეს თანხები, ძირითადად, დაიხარჯება პენსიებზე, რომელიც დაახლოებით 90 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც მან აღნიშნა, საკითხების დიდი ნაწილი, რომელიც ბიუროს სხდომაზე იყო დაყენებული, გათვალისწინებულია, ყველაფრის გათვალისწინება კი შეუძლებელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები