პენტაგონი – სირიაში რუსული С-400-ის განთავსება ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება სირიაში С-400-ის საზენიტო კომპლექსების განთავსების შესახებ აშშ-ს ოპერაციის ჩატარებაში გარკვეულ სირთულეებს შეუქმნის. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, გენერალმა ჩარლს ბრაუნმა განაცხადა. ამასთანავე, გენერლის თქმით, აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციას გააგრძელებს. სირიაში საზენიტო კომპლექსების განთავსების შესახებ განცხადება რუსეთში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა უილ სტივენსმაც გააკეთა. მისი თქმით, С-400-ის განთავსება კიდევ უფრო გაართულებს სირიის საჰაერო სივრცეში არსებულ ისედაც რთულ სიტუაციას და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას არანაირად არ შეუწყობს ხელს, რადგანაც მათ ავიაცია არ ჰყავთ“.
სტივენსმა იმედი გამოთქვა, რომ ეს საზენიტო სისტემები არ იქნება გამოყენებული ანტიტერორისტული კოალიციის თვითმფრინავების წინააღმდეგ. კოალიციაში აშშ-ს გარდა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, კატარი, თურქეთი და საუდის არაბეთი შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები