ირაკლი კირცხალია: არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა

არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სულხან თამაზაშვილს მთელი ცხოვრება ამ უწყებაში აქვს გატარებული და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს.

„არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. ბატონ სულხანს, შემიძლია ვთქვა, რომ მთელი თავისი ცხოვრება ამ ორგანოში აქვს გატარებული, სარგებლობს უდიდესი ავტორიტეტით. დარწმუნებული ვარ, ის გააგრძელებს და კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ მნიშვნელოვანი კოორდინაციის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობას და ბრძოლას იმ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებთან, რომელიც არსებობს“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები