გაეროს ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ ახალგაზრდა ქალებით ვაჭრობს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ სექსუალურ ძალადობას, როგორც ტერორის საშუალებას იყენებენ. მათი მსხვერპლი რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ხდებიან. ამის შესახებ, 1news.az-ის ცნობით, გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ზეინაბ ბანგურას განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, ISIS-ის ქმედებები მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე მოქმედებს. ბანგურას განცხადებით, „ბოევიკები“ ერაყელ გოგოებსა და ქალებს იტაცებენ, აუპატიურებენ და მონებად ყიდიან. შეიარაღებული დაჯგუფების მსხვერპლი ქალები და პატარა გოგოები ხდებიან. დაჯგუფების კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ნამდვილი მონების ბაზრები მოქმედებს. ეს ინფორმაცია ბანგურამ ერაყში, დევნილების ბანაკში ვიზიტის შემდეგ მიიღო. მისი თქმით, ტერორისტები არა მარტო ფულს აკეთებენ სექს-მონებზე, არამედ მათ ახალი მებრძოლების გადაბირებისთვისაც იყენებენ.
„მე მომიყვნენ 21 წლის ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში 22-ჯერ გაათხოვეს და ყოველი ქორწილის წინ მას ქალიშვილობის აღდგენის ოპერაციას უტარებდნენ“, – განაცხადა ზეინაბ ბანგურამ.
გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ტერორისტები იტაცებენ გოგოებს და შემდეგ მათ მონებად ყიდიან ან დაატარებენ ბანაკებში და პროსტიტუციას აიძულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები