ბრაზილიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ბრაზილიისა და პერუს საზღვარზე 6,4-ის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური იუწყება. მიწისძვრის ეპიცენტრი ბრაზილიის ქალაქ ტარაუკადან 130 კილომეტრში მდებარეობდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ბოლო რამდენიმე დღის განამვლობაში რეგიონში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ასე, მაგალითად, 24 ნოემბერს ბრაზილიის და პერუს საზღვარზე 7,6 -ის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები