მერკელი – გერმანია „ისლამურ სახელმწიფოს“ უფრო აქტიურად შეებრძოლება

გერმანია უფრო აქტიურად ჩაერთვება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომელიც პარიზში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„გერმანია ვალდებულია, სწრაფი რეაგირება მოახდინოს. ჩვენ ტერორისტებზე ძლიერები ვართ და მათ დასამარცხებლად ყველა აუცილებელი ძალის მობილიზება უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა კანცლერმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ.
ორი ქვეყნის ლიდერმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 13 ნოემბერს ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნას. პარიზის ტერორისტულ შეტევას 130 ადამიანი ემსხვერპლა. მერკელის თქმით, „ისლამურ სახელმწიფოს“ სიტყვებით ვერ დაარწმუნებ, ამიტომ მის წინააღმდეგ საჭიროა ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები