თურქეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. გამოცემა IHA-ს ცნობით, სირიის საზღვრის გასწვრივ F-16 ტიპის 18 საბრძოლო თვითმფრინავი პატრულირებას განახორციელებს. თურქეთის გენერალურმა შტაბმა ყველა ტიპის სახმელეთო ძალები და ავიაციაც მზადყოფნაში მოიყვანა.
შეგახსენებთ, რომ რუსული „სუ-24“-ის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე C-400-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს განათავსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები