რუსეთში ავიაკატასტროფა მოხდა

რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. სულ ბორტზე 25 ადამიანი იმყოფებოდა.
„ვერტმფრენი კრასკოიარსკის მხარეში მიფრინავდა. გადარჩენილი მგზავრების თქმით, უეცრად მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. მისი ეკიპაჟი დაიღუპა“, – განუცხადეს სააგენტოს რეგიონის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოში.
სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ვერტმფრენი მდინარე ენისეის ყინულზე დაეცა. ამჟამად მიმდინარეობს გადარჩენილი მგზავრების ევაკუაცია. წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები