„ისლამური სახელმწიფოს“ მუქარა 60 ქვეყანას – სიაში საქართველო არ მოხვდა

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ 60 ქვეყანას ემუქრება. ISIS-ის ახალ პროპაგანდისტულ ვიდეომიმართვაში იმ 60 ქვეყნის ჩამონათვალია, რომელსაც ტერორისტები საკუთარ მტრებად მიიჩნევენ. სიაში საქართველო არ მოხვდა.
ბრიტანული გამოცემა The Mirror-ის ინფორმაციით, „ეშმაკის კოალიციაში“, პირველ რიგში, არიან: აშშ, საფრანგეთი და რუსეთი. სიაში ასევე მოხვდნენ: უკრაინა, თურქეთი, ირანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მაკედონია, შვეიცარია და მოლდავეთი.
ტერორისტები ვიდეომიმართვაში აცხადებენ, რომ ათასობით თვითმკვლელი მებრძოლი ავღანეთიდან და ერაყიდან მზად არის იმ ქვეყნებზე, რომლებიც “მტრების კოალიციაში” შედიან, შეტევები განახორციელონ.
ვიდეომიმართვა ტერორისტებმა   ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და თურქულ ენებზე გაავრცელეს, თუმცა ის მალე პოპულარული ვიდეოსერვისებიდან წაიშალა.

12309176_10204937483628455_1034013937_n

წყარო: http://www.ibtimes.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები