შვეიცარიაში ნიქაბის ტარებისთვის ქალები 6 500 ევროთი დაჯარიმდებიან

შვეიცარიაში ტიჩინოს კანტონი ქვეყნის პირველი რეგიონია, სადაც ნიქაბის ტარება იკრძალება. ნიქაბი მუსულმანი ქალების თავსაბურავია, რომელიც სახეს ფარავს და მასში თვალებისთვის ვიწრო ჭრილი არის დარჩენილი. კანტონის ხელისუფლების ეს აკრძალვა 6 500 ევროთი ჯარიმდება.
ხსენებული გადაწყვეტილება 2013 წლის რეფერენდუმის შემდეგ მიიღეს. რეფერენდუმზე შვეიცარიის ამ რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობამ საზოგადოებრივ ადგილებში ყველა სახის რელიგიური ტანსაცმლის აკრძალვას მხარი დაუჭირა, პირველ რიგში, ეს ჩადრისა და ნიქაბის, ანუ იმ ტანსაცმლის აკრძალვას ეხება, რომელიც სახეს მალავს. შვეიცარიის ფედერალური საბჭო მოუწოდებდა ამ რეგიონის მოსახლეობას, რომ ამ აკრძალვაზე უარი ეთქვა, ვინაიდან ის რელიგიური გამოხატულების თავისუფლებას ეწინააღმდეგება. თუმცა რეგიონის მოსახლეობამ ამ გადაწყვეტილებაზე უარი არ თქვა. კანონი დღეიდან შევიდა ძალაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები