ავსტრიელი მოზარდი „ისლამური სახელმწიფოს“ დატოვების მცდელობისთვის ISIS -ის წევრებმა სასიკვდილოდ სცემეს

17 წლის ავსტრიელი, წარმოშობით ბოსნიელი სამრა კესონოვიჩი „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებმა სიკვდილამდე სცემეს, ვინაიდან მან დაჯგუფებიდან წასვლა სცადა. ამის შესახებ გამოცემა “ინდეფენდენთი“ იუწყება. ეს ფაქტი ცნობილი გახდა ერთ-ერთი ტუნისელი ქალისგან, რომელიც ასევე სირიაში წავიდა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

ის ქალაქ რაქაში სამრასთან და მის მეგობარ საბინასთან ერთად ცხოვრობდა. სამრა კესომოვიჩი სირიაში შარშან წავიდა. ის და საბინა ისლამისტების „სახეები“ გახდნენ – ისინი მუდმივად პოზირებდნენ ავტომატებით შეიარაღებული მამაკაცების გარემოცვაში. თუმცა, მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ სამრა მუდმივი მკვლელობებისგან დაიღალა, რომლის მოწმე იყო და სამშობლოში დაბრუნება სურდა. მანამდე გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამრას მეგობარი, 15 წლის საბინა სელიმოვიჩი სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

12286092_10204934823481953_1842924470_n

12297920_10204934823561955_456305349_o

12305644_10204934823401951_316806618_n

12305838_10204934823441952_66669149_n

12272932_10204934823521954_1926240246_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები