უკრაინამ რუსეთისთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა

უკრაინამ რუსული თვითმფრინავებისთვის, მათ შორის სატრანზიტო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მანამდე ეს აკრძალვა მხოლოდ რუსულ სამხედრო ტვირთებს და სამხედრო მოსამსახურეებს ეხებოდა.
„რუსულ ავიაკომპანიებს და რუსულ თვითმფრინავებს ამიერიდან უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენება არ შეუძლიათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სექტემბერში კიევმა რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შემდეგ რუსეთმა საპასუხო ღონისძიებები მიიღო. 25 ოქტომბერს ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა მთლიანად შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები