გადარჩენილი რუსი პილოტი – თურქებს სროლამდე არანაირი გაფრთხილება არ მოუციათ

რუსი პილოტი, რომლის თვითმფრინავი 24 ნოემბერს სირია – თურქეთის საზღვარზე ჩამოაგდეს, აცხადებს, რომ თურქულ ავიაგამანადგურებლებს რუსული ეკიპაჟი საზღვრის დარღვევის და მოსალოდნელი შეტევის შესახებ არ გაუფრთხილებიათ. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„არანაირი გაფრთხილება – არც რაციით, არც ვიზუალურად არ ყოფილა. ამიტომ ჩვენ საბრძოლო კურსი ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელეთ. ჩვენი გაფრთხილება რომ სდომებოდათ, მათ შეეძლოთ პარალელურ კურსზე გასვლა და კონტაქტის დამყარება. ეს არ მომხდარა. რაკეტა ჩვენ მოულოდნელად კუდში მოგვხვდა ისე, რომ ანტისარაკეტო მანევრის გაკეთება ვერ მოვასწარით“, – განაცხადა პილოტმა.
შეგახსენებთ, რომ რუსული ბომბდამშენი „სუ-24“ სირია-თურქეთის საზღვარზე სამშაბათს ჩამოაგდეს. თურქეთი აცხადებს, რომ თვითმფრინავმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები