თურქეთმა სირიის საზღვართან 20 ტანკი განალაგა

თურქმა სამხედროებმა სირიის საზღვართან 20 ტანკი გადაისროლეს, -ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტანკები გაზიანტეპის პროვინციაში რკინიგზით გადაისროლეს, საიდანაც ისინი საზღვრისკენ გადავიდნენ.
არის თუ არა ეს გადაწყვეტილება თურქეთ-სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებასთან დაკავშირებული, ინფორმაციაში მითითებული არ არის.
რუსული სააგენტოები დღეს ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ავიაციამ იმ პოზიციებზე იერიშები გაააქტიურა, სადაც რუსული თვითმფრინავი განადგურდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავის განადგურება რუსეთის ფედერაციას და ნატოს ქვეყანას შორის უახლესი ისტორიის განმავლობაში ყველაზე სერიოზული ინციდენტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები