მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მარტოობა ნაადრევ სიკვდილს იწვევს

 

მარტოობა ადამიანის იმუნური სისტემის მუშაობის ხარისხის შემცირებას იწვევს და ქრონიკული დაავადებების რისკს ზრდის. შესაბამისად, დაოჯახებულ ადამიანებთან შედარებით, იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ამ ინფორმაციას Proceedings of the National Academy of Sciences აქვეყნებს. ეს დასკვნა მეცნიერებმა გენეტიკური კვლევების საფუძველზე მიიღეს. მათ როგორც ადამიანების, ასევე მაკაკა რეზუსების გენები შეისწავლეს. ამ კვლევის მიხედვით, მარტოობა ადამიანის ორგანიზმში ცვლილებებს უჯრედების დონეზე იწვევს და იმუნიტეტს აქვეითებს. გარდა ამისა, ის ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ნეგატიურად მოქმედებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მარტოხელა ადამიანები უფრო დიდ სტრესს განიცდიან, ვიდრე ოჯახში მცხოვრები პირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები