გერმანია მალიში 650 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას აპირებს

 

გერმანია მალიში 650 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ეს მისია საფრანგეთის მეთაურობით მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია ჯიჰადისტებთან გლობალურ ბრძოლაში საფრანგეთის მხარდაჭერის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ მალის დედაქლაქ ბამაკოში რამდენიმე დღის წინ ტერორისტებმა140 ადამიანი მძევლად აიყვანეს. მოგვიანებით მძევლები ფრანგულმა სპეცრაზმმა გაათავისუფლა. ტერორისტული შეტევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები