მედვედევი თურქეთს ისლამისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და ერთობლივი პროექტების გადახედვას არ გამორიცხავს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ ანკარა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ იცავს. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი თურქი მაღალჩინოსანი ამ ორგანიზაციისგან ნავთობპროდუქტების შეძენით არის დაკავებული.
მედვედევის თქმით, რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებით თურქეთსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიადგა, მათ შორის ეკონომიკის და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამის შედეგად რუსეთმა მთელ რიგ ერთობლივ პროექტებზე შეიძლება უარი თქვას, ხოლო თურქულმა კომპანიებმა რუსულ ბაზარზე პოზიციები დაკარგონ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებას „ზურგში დანის ჩაცემა“ უწოდა, რაც მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები